სიახლეები
- Home
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ჩემიუნივერსიტეტი : გიორგი ნასარეია...

- 09/02/2026
#ჩემიუნივერსიტეტი : გიორგი ნასარეია I ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა
გაიცანით #IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, გიორგი ნასარეია, რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი
“ამბობენ, რომ ჟურნალისტისთვის სამყარო ერთი დიდი გადასაღები მოედანია. ჩემთვის კი ეს მოედანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსიდან დაიწყო. როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ვეძებდი არა უბრალოდ უნივერსიტეტს, არამედ სივრცეს, რომელიც ჩემს ენერგიას სწორი მიმართულებით წაიყვანდა. დღეს, როცა IBSU-ს სტუდენტი ვარ, ზუსტად ვიცი ჟურნალისტიკა აქ გაცილებით მეტია, ვიდრე ლექციების ცხრილი. ეს არის გარემო, სადაც პირველივე დღიდან გრძნობ, რომ შენი აზრი მნიშვნელოვანია.
IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამა იმითაა გამორჩეული, რომ ის ფეხდაფეხ მიჰყვება თანამედროვე მედიამსოფლიოს ტენდენციებს. აქ ჩვენ არ ვსწავლობთ მხოლოდ ისტორიას, ჩვენ ვსწავლობთ, როგორ შევქმნათ მომავალი.
IBSU არის ადგილი, რომელიც მუდამ მზად არის, მხარი დაგიჭიროს ნებისმიერ კრეატიულ წამოწყებაში. სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო ნათლად აისახება საგამოცდო პროცესის მოქნილობაში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გამოცდები ჩააბარონ მათთვის სასურველ დროს. აქ ურთიერთობა გვიხსნის ახალ ჰორიზონტებს და გვასწავლის, როგორ ვიყოთ არა მხოლოდ ინფორმირებულები, არამედ ანალიტიკურად მოაზროვნე პროფესიონალები. რაც IBSU-ს ყველასგან გამოარჩევს, მისი სტუდენტური ცხოვრებაა. ეს არის ენერგია, რომელიც არასოდეს წყდება! გვაძლევს შანსს, პროფესიული ცოდნა პრაქტიკულ ინტერესებს შევუხამოთ. აქ ყველა სტუდენტი პოულობს საკუთარ თავს.
მეამაყება, რომ ვარ გარემოში, სადაც მეგობრობა და აკადემიური წარმატება ერთმანეთს ავსებს. უნივერსიტეტის მყუდრო ეზო, მუდამ ხალხმრავალი კაფეტერია და ის სითბო, რაც ადმინისტრაციისა თუ ლექტორებისგან მოდის, ქმნის „მეორე სახლის“ შეგრძნებას. სწორედ ეს მრავალფეროვნება მეხმარება პიროვნულ ზრდაში, ვსწავლობ გუნდურ მუშაობას, ლიდერობას და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციას. IBSU ჩემთვის არის ადგილი, სადაც თეორიული ცოდნა ხვდება კრეატიულ თავისუფლებას. მჯერა, რომ აქ მიღებული განათლება და ის სოციალური კაპიტალი, რასაც სტუდენტობისას ვაგროვებ, ჩემი მომავალი წარმატების მყარი საფუძველია.”