სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: დაჩი ღამბაშიძე | კომპიუტერული...
#ჩემიუნივერსიტეტი: დაჩი ღამბაშიძე | კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა
  • 06/06/2025

#ჩემიუნივერსიტეტი: დაჩი ღამბაშიძე | კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა

გაიცანით IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი ღამბაშიძე რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) მომცა ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ კარგი განათლება − აქ ვიპოვე შესაძლებლობები, ინტერესები, მეგობრები და ადგილი, სადაც პიროვნულად ვიზრდები.

უნივერსიტეტში სწავლა არ შემოიფარგლება მხოლოდ ლექციებით. ვიყავი ციფრული სკოლის პროექტში ლექტორის ასისტენტი და ბავშვებს ვასწავლიდი ვებ-პროგრამირებას — ზუსტად ისე, როგორც მე მასწავლეს თავის დროზე IBSU-ს სტუდენტებმა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რომელმაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის სურვილი გამიღვივა.

უნივერსიტეტში არსებობს მრავალი სტუდენტური კლუბი, სადაც შეგიძლია ჩაერთო და გამოავლინო ან იპოვო შენი თავი და შესაძლებლობები.

სხვადასხვა ღონისძიებებით, მათ შორის ლაშქრობებით, თამაშებით, წვეულებებითა და სხვა საინტერესო აქტივობებით, IBSU მეხმარება არ მომბეზრდეს ყოველდღიური რუტინა და შევინარჩუნო ენერგია.

ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ისწავლო, განვითარდე, გაერთო და თავი იგრძნო ცოცხალ, აქტიურ ადამიანად.“