სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: მარიამ ლაშხი | მენეჯმენტის...
#ჩემიუნივერსიტეტი: მარიამ ლაშხი | მენეჯმენტის პროგრამა
  • 14/07/2025

#ჩემიუნივერსიტეტი: მარიამ ლაშხი | მენეჯმენტის პროგრამა

გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ლაშხია რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი

“IBSU-ს მენეჯმენტის პროგრამა ჩემთვის არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღების, არამედ პიროვნული ზრდისა და პროფესიული განვითარებისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯია.

სწავლების პროცესში შევიძინე კრიტიკული და სტრატეგიული აზროვნების უნარები, გავიღრმავე ცოდნა ლიდერობასა და ორგანიზაციული პროცესების მართვაში. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია გუნდური პროექტები, რომლებიც მასწავლის პასუხისმგებლობას, ეფექტურ კომუნიკაციას და ერთიანი მიზნის მიღწევისთვის საჭირო ერთსულოვნებას. ამასთანავე, ჯგუფური დისკუსიები, ქეისების ანალიზი და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტა მაძლევს შესაძლებლობას რეალურ გამოწვევებთან ურთიერთობისას გამოვავლინო ანალიტიკური მიდგომა და პასუხისმგებლობით სავსე მოქმედება.

სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიები, პრაქტიკოს პროფესიონალებთან უშუალო კავშირი და ინოვაციური სასწავლო რესურსები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩემს აკადემიურ და პრაქტიკულ გამოცდილებას. ყოველი ახალი პროექტი ჩემში აყალიბებს ადაპტაციის უნარს, მიზანმიმართულობასა და პროგრესზე ორიენტირებულ აზროვნებას.

მჯერა, რომ ამ ცოდნისა და გამოცდილების წყალობით შევძლებ ვიყო ლიდერი, რომელიც ქმნის პოზიტიურ ცვლილებებს და შემოაქვს ახალი ღირებულებები მართვის სფეროში – ლიდერი, რომელსაც ესმის ადამიანების, იცნობს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და მუდმივად მზად არის სიახლეების შესაგებებლად.”