სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: ქრისტინე ჯანაშია | ამერიკისმცოდნეობის...
#ჩემიუნივერსიტეტი: ქრისტინე ჯანაშია | ამერიკისმცოდნეობის პროგრამა
  • 29/05/2025

#ჩემიუნივერსიტეტი: ქრისტინე ჯანაშია | ამერიკისმცოდნეობის პროგრამა

გაიცანით IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ქრისტინე ჯანაშია რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი

ამერიკისმცოდნეობის პროგრამის არჩევა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე გააზრებული და სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს მიმართულება ჩემთვის უბრალო აკადემიური გზა არ ყოფილა — ეს არის შესაძლებლობა, შეისწავლო ამერიკის ისტორია, პოლიტიკა, საზოგადოება და კულტურა მრავალმხრივად და თანამედროვე კონტექსტში.

სასწავლო პროგრამა თეორიულ ცოდნასთან ერთად სთავაზობს სტუდენტს პრაქტიკულ გამოცდილებასაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიული მომავლისთვის. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მომეცა შესაძლებლობა გამევლო სტაჟირება საქართველოში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. მივიღე გამოცდილება, რომელმაც გააღრმავა ჩემი ცოდნა და მომცა სტიმული პროფესიული განვითარების მიმართულებით.

ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნო უნივერსიტეტში არსებული პროფესიონალი და მაღალი დონის ლექტორების წვლილი, რომლებიც არა მხოლოდ ცოდნას გვიზიარებენ, არამედ გვაძლევენ მოტივაციას, ვიფიქროთ კრიტიკულად და ვიმოქმედოთ მიზანმიმართულად. მადლობელი ვარ იმ გარემოსთვის, რომელიც ყოველდღიურად მაძლევს შესაძლებლობას ვიზრდებოდე. მჯერა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ადგილი, რომელიც გეხმარება ჩამოაყალიბო საკუთარი პროფესიული იდენტობა და თავდაჯერებით შეხედო მომავალს.”