ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები ინტერნეტმმართველობის ფორუმში მონაწილეობდნენ
19.12.2023IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ლექტორებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინტერნეტმმართველობის მე-9 ფორუმში, რომელიც USAID-ის, ევროკავშირის, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.
ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ასოციაციის ხელმძღვანელი, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის პროგრამის ციფრული მედიასამართლის ლექტორი უჩა სეთური.
ფორუმის ერთ-ერთ პანელურ სესიაში „ციფრული წიგნიერების სწავლება საქართველოში – შედეგები და გამოწვევები“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალი ოსეფაშვილმა ისაუბრა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, „ახალგაზრდებში
სოციალური მედიის გამოყენების გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე“, რომელიც ევროპის კომუნიკაციის ასოციაციის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მედიის კონფერენციაზე წარადგინა ჩეხეთში.