[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

წიგნის საჯაროდ კითხვა IBSU-ში

03.02.2022

წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, IBSU-ს ბიბლიოთეკამ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, უმასპინძლა  ღონისძიებას “წიგნის საჯაროდ კითხვა IBSU-ში”.

ღონისძიების სტუმარი იყო ნანა აბულაძე, IBSU-ს კურსდამთავრებული; საბა 2021-ის გამარჯვებული წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის კატეგორიაში.  ნანას სადებიუტო რომანი „აკუმი“ 2020 წელს გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“.

ავტორმა ისაუბრა თავისი რომანის შეხებ, ინსპირაციის წყაროებზე და ლიტერატურული კრიტიკოსების გამოხმაურებაზე. დამსწრე აუდიტორიას ხმამაღლა წაუკითხა თავისი წიგნის რამდენიმე გვერდი და შემდეგ მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

ორგანიზაცია LitWorld-ის ინიციატივით უკვე 13 წელია რაც წიგნის საჯაროდ კითხვის დღე  აღინიშნება. საქართველო წელს მეშვიდედ შეუერთდა ამ ღონისძიებას.  მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში და მასში მონაწილეობს 31 მილიონამდე ადამიანი, რომლებიც ერთიანდებიან საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“