სიახლეები
- 05/10/2022
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთევან ნანობაშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი თამარ ქარაზანიშვილი შეხვდნენ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. როგორც, ქეთევან ნანობაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები სისტემატურად იქნება თითოეული პროგრამის სტუდენტებთან, რადგან მათი ჩართულობა პროგრამის განვითარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 23 ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ფუნქციონირებს.