შეხვედრა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან
20.05.2023 პროექტის „იზრუნე ხარისხის განვითარებაზე“ ფარგლებში, IBSU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ უნივერსიტეტის ახლადარჩეულ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს.
სამსახურის უფროსმა ქეთევან ნანობაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა 2022-2023 სასწავლო წელს მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ. სტუდენტებმა გამოთქვეს მოსაზრებები და სურვილები უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში ხარისხის კულტურის განვითარებას.