[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მე-11 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის IRCEELT საკითხებზე

25.05.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა მე-11 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის IRCEELT საკითხებზე
2021 წლის 22-23 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) ორგანიზებით ჩატარდა მე-11 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია (IRCEELT2021) განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის მნიშვნელოვან საკითხებზე. ახალი კორონავირუსის COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო კონფერენცია გაიმართა სრულად ონლაინ რეჟიმში.
ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს – ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რომლის მეშვეობითაც შეისწავლიან კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი სხვდასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი, ერაყი, თურქეთი ირანი, ბელორისი, რუსეთი, სომხეთი და ა.შ.
მონაწილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ კონფერენცია იყო იფორმატიული და ღირებული პროფესიული თვალსაზრისით. ონლაინ კომუნიკაციის შემზღუდავი ფაქტორების მიუხედავად, მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სესიებში და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს სხვადასხვა დარგიდან, როგორიცაა განათლება, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, ენათმეცნიერება, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა, ანგლო-ამერიკული ლიტერატურა და ა.შ. კონფერენციის ფორმატში ინტეგრირებულმა ვებინარმა ონლაინ და დისტანციურ სწავლებაზე განსაკუთრებული ღირებულება შესძინა კონფერენციას, რადგან მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, განეხილათ ონლაინ სწავლა-სწავლების პრაქტიკული საკითხები. მონაწილეთა აქტიურმა ჩართულობამ განაპირობა კონფერენციის წარმატებით ჩატარება. მათი ენთუზიაზმისა და დადებითი განწყობის შედეგად კომუნიკაცია იყო ნაყოფიერი და ღირებული. კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იყვნენ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის წამყვანი უნივერსიტეტების მაღალკვალიფიციური პროფესორები.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იმედს იტოვებს, რომ გავამართლეთ მოლოდინი – მონაწილეებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია და შეიძინეს ახალი ან გაანახლეს ძველი პროფესიული კავშირები.
კონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ონლაინ The Conference’s YouTube და Facebook პლატფორმებზე, რის შედეგადაც ფართო აუდიტორიას მიეცა კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობა.
კონფერენციის სამუშაო ენა იყო ინგლისური. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო თემებს:
განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები)
სასწავლო გარემოს მენეჯმენტი
განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება
უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტურობა)
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა
ენა და კულტურა
ნაშრომები ქვეყნდება კონფერენციის ნარკვევებში (ISSN: 2298-0180). დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიატ იხილოთ: https://ircelt.ibsu.edu.ge/