სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. ამერიკისმცოდნეობის მე-12 საერთაშორისო კონფერენცია
  • 04/12/2019

ამერიკისმცოდნეობის მე-12 საერთაშორისო კონფერენცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მეთორმეტე ყოველწლიურ ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნა. კონფერეციას აგრეთვე დაესწრნენ აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი და საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლები. კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის ამერიკელმა, ევროპელმა და ქართველმა პროფესორებმა. გახსნით ნაწილში სიტყით გამოვიდნენ: უნივერსიტეტის რექტორი პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუ, ამერიკისცმდოდეობის პროგრამების ხელმძღვანელი, დეკანი პროფ.დოქტ. თამარ შიოშვილი, პარლამენტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხელაშვილი, ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მჭედლიშვილი, ამერიკისმცოდნეობის წარმატებული მაგისტრანტი ალექსანდრე მენაბდე. გახსნითი ნაწილი დასრულდა თბილისის ბიგ-ბენდის კონცერტით, ვინაიდან ჯაზი არის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის შემადგენელი ნაწილი. კონფერენციის ოთხ სექციაში საინტერესო მულტიდისციპლინარული მოხსენებები წარმოადგინეს სამმა ამერიკელმა და ქართველმა მეცნიერ-მკვლევარებმა, რომელთა შორის იყვნენ შზსუ-ს გარდა, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო, ქუთაისის , ბათუმის, თელავის უნივერსიტეტების პროფესორები.