სიახლეები
- 08/05/2022
IBSU-ს ორგანიზებით განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-12 საერთაშორისო კვლევით კონფერენცია ჩატარდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-12 საერთაშორისო კვლევით ორდღიანი კონფერენცია ჩატარდა.
ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ გაიმართა, მონაწილეობდნენ მკვლევარები, პრაქტიკოსები და პოლიტიკის შემქმნელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის პირველ დღეს განიხილეს განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხები, არსებული გამოწვევები, პროფესიულად განვითარების შესაძლებლობები. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, განათლების სფეროებში შესაძლებლობების განვითარების მხრივ.
კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს ამერიკელმა სტუმრებმა – რეგიონული ინგლისური ენის ოფიცერმა ლოტი ბაიკერმა, ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტის დოქტორმა მეგან მორანმა, აღმოსავლეთ ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლმა რავლინს ვილიამსმა და Red House Learning-ის დამფუძნებელმა ბილ რიჩიმ.
კონფერენციის მეორე დღე ვორქშოფებს დაეთმო. პირველი ვორქშოფი სინქრონული და არასინქრონული აქტივობებით სტუდენტების მოტივაციის გაზრდის შესახებ კაილა მაკმილანმა ჩაატარა, ინგლისური ინტონაციის სოციალური განზომილებების გააზრებაზე და სწავლებაზე კევინ ჰირშმა ისაუბრა, საკლასო ოთახის მართვისა და მოსწავლეთა კორექტორების ტექნიკები მონაწილეებს სტივენ გომესმა გააცნო, ხოლო სოციალური მედია ენის შესახებ ვორქშოფი ანნა საირიან-სინმა და შელინ რიელმა ჩაატარეს.
კონფერენციის ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში (ISSN: 2298-0180). დეტალები კონფერენციის შესახებ განთავსებულია მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://ircelt.