[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი, ინფორმატიკის და მათემატიკის ფაკულტეტის ლექტორი, მარიო ნიუგერბაუერი გერმანელ სტუდენტებთან ერთად IBSU-ს ეწვია.  ვიზიტის ფარგლებში მოეწყო ქართულ-გერმანული მრგვალი მაგიდა, სადაც ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს სასწავლო პროექტები და იდეები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს შემოდგომის სეზონის პირველ ღია კარის დღეზე უმასპინძლა. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო. IBSU-ს მარკეტერებმა და პოზიტიურმა მასკოტმა კი მოსწავლეებს უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინეს.  

სალომე კუჭუხიძე IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი გახდა. წლების განმავლობაში ქალბატონი სალომე მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად, ომბუდსმენად, სამართლის სკოლის დოქტორანტურის კოორდინატორად, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და კავკასიის

IBSU-ს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, იაშარ აქიუზმა 2008-2009 წლის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტში უმასპინძლა და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა. ასევე, იაშარ აქიუზი ესტუმრა წარმატებით დასაქმებულ კურსდამთავრებულებს სამუშაო ადგილზე და გაეცნო მათი სამსახურის თავისებურებებს.   იაშარ აქიუზი IBSU-ს კურსდამთავრებულებს წარმატებები და კარიერული წინსვლა უსურვა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულთა შეკრების ტრადიციას აგრძელებს. წლევანდელ საზეიმო შეკრებას, რომელიც გამორჩეული იყო სახალისო აქტივობებითა და მუსიკალური გაფორმებით, სასტუმრო ‘ბილტმორმა’ უმასპინძლა. ღონისძიებაზე შეკრებილებმა გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული წლები და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეკრება უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის ურთიერთობებს ამყარებს.

კომპანია ‘დევექსპერტის’ წარმომადგენელმა, ოლგა მიროშნიკოვამ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე ‘პროექტების მართვა’. სპიკერმა სტუდენტებს გააცნო პროექტის მართვის თანამედროვე პროცესები, პროექტის დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის მეთოდები. შეხვედრის დასასრულს სპიკერმა სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ორგანიზებით უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 30-მდე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეხვდნენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს და გაეცნენ ბაზარზე არსებულ ვაკანსიებს და სტაჟირების პროგრამებს. დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კომპანიების შეხვედრას, მიმდინარე ვაკანსიების და სტაჟირებების გაცნობასა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. IBSU-ს მარკეტერებმა მომავალ სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უნივერსიტეტში მოქმედი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და მრავალფეროვანი გრანტების შესახებ. პოზიტიური განწყობის შექმნაზე კი იზრუნა უნივერსიტეტის მხიარულმა მასკოტმა.    

Light Life Academy-ის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ტარიელაშვილმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ვორქშოპი ჩაატარა თემაზე "გადაწყვეტილების მიღება." ტრენერმა ვრცლად ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებზე, აინშტაინის პრაქტიკასა და გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალმა მფლობელებმა, კახა შენგელიამ და გია კავთელიშვილმა სტუდენტებთან პირველი შეხვედრა გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ახალმა მფლობელებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ IBSU კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება.