21-ე საუკუნის სწავლების პროცესში მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაცია და ჩართულობა – ტრენინგი საქართველოს სკოლების მასწავლებლებისათვის
14.07.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სწავლების ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით Know How ტრენინგ ცენტრმა საქართველოს სკოლების მასწავლებლებისათვის ტრენინგი ჩაატარა, რომლის მიზანიც მასწავლებელთა მოტივაციისა და მასწავლებლისა და მოსწავლის სწავლა-სწავლების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება იყო. ტრენინერებმა, დოქტორმა რ. ჯეფერსონ ჯორჯმა (ჩრდილოეთ ტექსასის უნივერსიტეტი) და დოქტორმა დავით დარსაველიძემ ტრენინგის მსვლელობისას საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს:
ტექნოლოგიები და განათლების გლობალიზაცია, 21-ე საუკუნის ახალი ტიპის მოსწავლე, სწავლა-სწავლების ტექნოლოგიები და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირება. ინფორმაციულ სესიებთან ერთად ტრენერებმა მასწავლებლებს შესთავაზეს საინტერესო სავარჯიშოები, რომელთა სასწავლო პროცესში გამოყენება უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეთა გააზრებულ ჩართვას სწავლა-სწავლებაში.