სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
  4. /
  5. შეხვედრა ადვოკატთა სკოლის წარმომადგენლებთან
  • 07/11/2018

შეხვედრა ადვოკატთა სკოლის წარმომადგენლებთან

დღეს, 7 ნოემბერს, სამართლის ფაკულტეტმა უმასპინძლა ადვოკატთა სკოლის წარმომადგენლებს, რომლებმაც გააცნეს სტუდენტებს კურსის სპეციფიკა მიზნები და ამოცანები.

სამართლის ფაკულტეტი მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე აქტიურად ითანამშრომლოს ადვოკატთა სკოლასთან.

ადვოკატთა სკოლა არის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემსწავლელი ტრენინგ კურსი, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისა, დამწყები თუ მოქმედი ადვოკატებისთვის. პროექტის მიზანია მსმენელების სამართლებრივი კუთხით განვითარება, პროფესიული კომპეტენციის გაზრდა და ეფექტური უნარ-ჩვევების გამომუშავება.

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 10 კვირას, რომელიც მოიცავს 9 კვირიან ტრენინგ კურსს საქართველოში, ხოლო 1 კვირიან ინტენსიურ ტრენინგ კურს ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში. ტრენინგები ჩატარდება კვირაში ორჯერ.

თბილისში არსებული კურსის ღირებულება 1 500 ლარია, ხოლო პრაღის ტრენინგ კურსის ღირებულება 350 ევროს შეადგენს, რაც მოიცავს ფრენის, საცხოვრებლის და ტრენინგის ღირებულებას. გადახდა წარმოებს ეტაპობრივად

მსურველებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე-Office@gap.ge და შეავსეთ ქვემოთ მოცემული
არ გამოტოვოთ საუკეთესო შესაძლებლობა გაიღრმავოთ პროფესიული უნარ-ჩვევები.