სიახლეები

- 01/06/2025
სტუდფესტი2025-ის სპორტული აქტივობების ტურნირები დასრულდა
სტუდფესტი2025 -ის ფარგლებში გამართული სპორტული აქტივობების ტურნირები, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას დასრულდა.
სტუდენტებმა ჯომარდობის, ფრენბურთის, ბოულინგის, ქუჩის ფეხბურთის, ფუტსალის, ბადმინტონის, სპრინტის, ჩოგბურთის, სასტენდო სროლის, მკლავჭიდის, მაგიდის ჩოგბურთის, ქართული ჭიდაობის, პეინტბოლის, კლდეზე ცოცვის, ძიუდოს, მინი ფეხბურთის, ბილიარდის, ცურვის, ფრენბურთის, ჭადრაკის, შაშის, ნარდის, კარტინგისა და 3X3-ზე კალათბურთის ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა.
IBSU-ს გუნდმა შაშის და ნარდის ტურნირებში მეორე ადგილი აიღო.
სტუდფესტი2025-ის მომდევნო ეტაპი მოიცავს საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს.