მეხუთე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლება, ინგლისურ ენასა და მისი სწავლების მეთოდიკაზე და ინგლისურენოვან ლიტერატურაზე ჩატარდა განათლების ფაკულტეტზე 1-2 მაისს. კონფერენცია გახსნა მისმა თავმჯდომარემ, შზსუ-ის პრორექტორმა პროფესორმა დოქტორმა ნათელა დოღონაზემ. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიირეს აშშ-ს კულტურის ატაშემ ჯეიმს დიუიმ, შზსუ-ს რექტორმა, პროფესორ, დოქტორმა ილიას ჩილოღლუმ, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ, დოქტორმა თამარ შიოსვილმა, საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და ბრიტანეთის საბჭოების წარმომადგენლებმა.
- 100-ზე მეტ მონაწილემ 7 ქვეყნიდან (საქართველო, თურქეთი, ერაყი, პოლონეთი, აშშ, უგანდა და აზერბაიჯანი) წარმოადგინა მოხსენება. მომხსენებლებმა მოიპოვეს მონაწილეობის სერტიფიკატები.
- კონფერენციაში წარმოდგენილი იყო საქართველოს 9, თურქეთის 6, ერაყის 1, პოლონეთის 2, აშშ-ს 1 და აზერბაიჯანის 1 უნივერსიტეტი, რამდენიმე სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება
- განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა (8), ენათა სკოლის (2),) და სხვა ფაკულტეტებიდან (2) მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში
- ჩვენი ფაკულტეტის საუკეთესო ბაკალავრიატის 9 და დოქტორანტურის 12-მა სტუდენტმა წარმოადგინა თავისი თემები, გარდა ამისა, შზსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა წაიკითხა მოხსენება
მასალები, როგორც ყოველთვის, დაიბეჭდება უმოკლეს ვადებში. ყოველ წელს კონფერენცია უფრო დიდი მასშტაბით იმართება.