სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- შეჯიბრი კაზუსის ამოხსნაში
- 22/05/2018
შეჯიბრი კაზუსის ამოხსნაში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 7 ივნისს იმართება შეჯიბრი კაზუსის ამოხსნის მეთოდიკაში. პროექტის მიზანია იურიდიული პოროფესიის წარმომადგენლებში კაზუსის სწორი მეთოდოლოგიით ამოხსნის პოპულარიზაცია და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული ცოდნა გამოიყენონ პროფესიულ საქმიანობაში. მონაწილეები იმუშავებენ როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო სამართლის ფარგლებში შემუშავებულ კაზუსებზე.
სამიზნე ჯგუფი:
საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები.
შეჯიბრით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები :
- სისხლის სამართლის კერძო ნაწილი;
- სახელშეკრულებო სამართალი;
- ადმინისტრაციული სამართალი (წარმოდგენილი იქნება კომბინირებული კაზუსი).
შეჯიბრის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული თითოეული მიმართულების მიხედვით, რომლებიც დასაჩუქრდებიან სერტიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 3 ივნისი.
შეჯიბრში მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.