[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მე-6 საერთაშორისო კონფერენცია

25.04.2016

22-23 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მე-6 საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელიც განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას ეძღვნება.

ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 130-ზე მეტი გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი, რომლებიც წარმოადგენენ 18 ქყვეყანას: საქართველო, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, კანადა, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ირანი, ერაყი, ყაზახეთი, ჩინეთი, ომანი, იორდანია, თურქმენეთი, ნიგერია, ესპანეთი, რუსეთი.

წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო შემდეგ თემებს:

• განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები)

• სასწავლო გარემოს მენეჯმენტი

• განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება

• უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტუროაბ)

• საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში

• ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა

• ენა და კულტურა