ცესკოს საჯარო ლექცია IBSU-ს სტუდენტებისთვის
25.10.2023ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საზოგადოებაში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, IBSU-ს სტუდენტებთან საჯარო ლექცია ჩაატარეს.
ინტერაქტიურ შეხვედრაზე განიხილეს ტექნოლოგიების კუთხით გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოს მსგავსი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პრაქტიკა მსოფლიოში, ხმის დათვლის პროცესი და ამომრჩეველთა აქტივობის და წინასწარი მონაცემების გადაცემის პროცესი.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა ელექტრონული ხმის მიცემის ინსცენირება.