გრანტებსა და საფასურის კალკულაციას გაეცანით ბმულზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას.
უნივერსიტეტის საიდენტიფიკაციო კოდი: 229275405
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წლიდან ეწევა სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას. უნივერსიტეტი არის პირველი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, რომელიც სწავლების სამივე საფეხურზე ახორციელებს პროგრამებს როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე.
ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 45-მდე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა. გამოიცემა ექვსი რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი.
უნივერსიტეტში შექმნილია მულტიკულტურული, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სწავლის მაღალ დონეს უზრუნველყოფენ ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები, ტრანსფერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამები და აქტივობები.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სწავლების თანამედროვე მეთოდებით და ეფუძნება უახლეს ტექნოლოგიებს. სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებულია თანამედროვე ტექნოლოგიების როლი და მისი გავლენა დასაქმების ბაზარზე, ასევე ამ მიმართულებით ანალიტიკური აზროვნების, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარების საჭიროება.
შედეგად, საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე.
დასაქმება, სტუდენტური ცხოვრება და სერვისები
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მიმართულების 20-ზე მეტი კლუბი. უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები სოციალურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში.
კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური ეხმარება სტუდენტებს კარიერის დაგეგმვაში. უნივერსიტეტი გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. ასევე ხელმისაწვდომია ელექტრონული საბიბლიოთეკო ბაზები და ელექტრონული რესურსები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების უწყვეტ წვდომას საერთაშორისო დონის სასწავლო და სამეცნიერო მასალებზე.
საგრანტო პოლიტიკა
უნივერსიტეტის საგრანტო პოლიტიკა ორიენტირებულია წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერაზე. უნივერსიტეტს აქვს მრავალფეროვანი შიდა დაფინანსების საშუალებები. ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის და ოქროს მედალოსანი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების რიცხოვნობა.
გრანტებსა და საფასურის კალკულაციას გაეცანით ბმულზე