შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას.
უნივერსიტეტის საიდენტიფიკაციო კოდი: 229275405
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წლიდან ეწევა სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას. უნივერსიტეტი არის პირველი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, რომელიც სწავლების სამივე საფეხურზე ახორციელებს პროგრამებს როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე.
ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 40-მდე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა. გამოიცემა ექვსი რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კერძო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნდა და დაიწყო ფუნქციონირება განათლების სამინისტროს 1995 წლის 31 აგვისტოს №01-17-08/1277 ლიცენზიის საფუძველზე.
2011 წელს გაიარა გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი (ავტორიზაცია) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 21 ივნისის №71 გადაწყვეტილებით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
2018 წელს გაიარა გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი (ხელახალი ავტორიზაცია) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 8 დეკემბრის №93 გადაწყვეტილებით 6 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (უნივერსიტეტი).
სკოლა | საგანმანათლებლო პროგრამა | მისანიჭებელი კვალიფიკაცია | აკრედიტაციის ვადა | |
ბაკალავრიატი (უმაღლესი განათლების I საფეხური) | ||||
ბიზნესი | ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი | 31/12/2024 | |
ბიზნესი | საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (ინგლისურენოვანი) | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი საბუღალტრო | 31/12/2024 | |
ბიზნესი | საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი საბუღალტრო აღრიცხვაში | 31/12/2024 | |
ბიზნესი | ფინანსები (ინგლისურენოვანი) | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში | 31/12/2024 | |
ბიზნესი | ფინანსები | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში | 31/12/2024 | |
ბიზნესი | მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი) | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში | 31/12/2031 | |
ბიზნესი | მენეჯმენტი | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში | 31/12/2031 | |
ბიზნესი | მარკეტინგი (ინგლისურენოვანი) | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მარკეტინგში | 21/12/2024 | |
ბიზნესი | მარკეტინგი | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მარკეტინგში | 31/12/2024 | |
ბიზნესი | ტურიზმი (ინგლისურენოვანი) | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში | 01/07/2023 | |
ბიზნესი | ტურიზმი | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში | 01/07/2023 | |
კომპიუტერული მეცნიერება და არქიტექტურა | არქიტექტურა (ინგლისურენოვანი) | არქიტექტურის ბაკალავრი | 31/12/2033 | |
კომპიუტერული მეცნიერება და არქიტექტურა | კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) | კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი | 31/12/2032 | |
კომპიუტერული მეცნიერება და არქიტექტურა | კომპიუტერული მეცნიერება | კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი | 31/13/2032 | |
ბიზნესი | ეკონომიკა (ინგლისურენოვანი) | ეკონომიკის ბაკალავრი | 31/12/2028 | |
ბიზნესი | ეკონომიკა | ეკონომიკის ბაკალავრი | 31/12/2028 | |
სამართალი და სახელმწიფო მართვა | სამართალმცოდნეობა | სამართლის ბაკალავრი | 01/07/2033 | |
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები | საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი) | საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი | 31/12/2028 | |
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები | საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი | 31/12/2028 | |
სამართალი და სახელმწიფო მართვა | საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა (ქართულენოვანი) | საჯარო მმართველობის ბაკალავრი | 31/12/2024 | |
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები | ჟურნალისტიკა | ჟურნალისტიკის ბაკალავრი | 01/07/2028 | |
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები | ამერიკისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი) | ამერიკისმცოდნეობის ბაკალავრი | 31/12/2028 | |
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები | ინგლისური ფილოლოგია (ინგლისურენოვანი) | ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში | 28/02/2023 | |
მაგისტრატურა (უმაღლესი განათლების II საფეხური) | ||||
ბიზნესი | ფინანსები (ინგლისურენოვანი) | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში | 31/12/2024 | |
ბიზნესი | ფინანსები | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში | 31/12/2024 | |
ბიზნესი | მარკეტინგი (ინგლისურენოვანი) | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მარკეტინგში | 31/12/2031 | |
ბიზნესი | მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი) | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში | 31/120/2031 | |
კომპიუტერული მეცნიერება და არქიტექტურა | კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) | კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრი | 31/12/2032 | |
სამართალი და სახელმწიფო მართვა | შედარებითი კომერციული სამართალი | სამართლის მაგისტრი | 31/12/2028 | |
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები | საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი) | საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი | 01/07/2026 | |
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები | ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი) | ამერიკისმცოდნეობის მაგისტრი | 31/12/2028 | |
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები | განათლების ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) | განათლების მაგისტრი განათლების ადმინისტრირებაში | 31/12/2024 | |
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები | განათლების ადმინისტრირება | განათლების მაგისტრი განათლების ადმინისტრირებაში | 31/12/2031 | |
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები | ციფრული მედია და კომუნიკაცია | მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი | 01/07/2028 | |
დოქტორანტურა (უმაღლესი განათლების III საფეხური) | ||||
ბიზნესის | ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) | ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი | 31/12/2024 | |
კომპიუტერული მეცნიერება და არქიტექტურა | კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) | კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი | 31/12/2032 | |
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები | ამერიკისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი) | ამერიკისმცოდნეობის დოქტორი | 31/12/2028 | |
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები | განათლების მეცნიერებები (ინგლისურენოვანი) | განათლების მეცნიერებების დოქტორი | 01/07/2025 | |
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა | ||||
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები | მასწავლებლის მომზადების პროგრამა (ინგლისურენოვანი) | 01/07/2025 |
უნივერსიტეტში შექმნილია მულტიკულტურული, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სწავლის მაღალ დონეს უზრუნველყოფენ ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები, ტრანსფერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამები და აქტივობები.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სწავლების თანამედროვე მეთოდებით და ეფუძნება უახლეს ტექნოლოგიებს. სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებულია თანამედროვე ტექნოლოგიების როლი და მისი გავლენა დასაქმების ბაზარზე, ასევე ამ მიმართულებით ანალიტიკური აზროვნების, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარების საჭიროება.
შედეგად, საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე.
სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლის კუთხით, უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან.
კვლევები და პროექტები
უნივერსიტეტი ყოველწლიურად გამოსცემს ქართულ და ინგლისურენოვან სამეცნიერო რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული დარგის სპეციალისტებითა და მკვლევარებით.
უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციები მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით. კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული დარგის წამყვანი სპეციალისტები.
უნივერსიტეტი ჩართულია არაერთ საერთაშორისო პროექტში (Erasmus+, DAAD, Tempus, Visegrad Fund, Black Sea Cross Boarder Cooperation) და არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის არაერთი სამეცნიერო გრანტის ბენეფიციარი.
საერთაშორისო თანამშრომლობა
2019 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა გლობალური მასშტაბით აღიარებული საუნივერსიტეტო გაერთიანების Magna Charta Consorcium-ის წევრი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 1000-მდე წამყვან სასწავლო დაწესებულებას. IBSU ასევე არის ფრანკოფონიის უნივერსიტეტების გაერთიანების წევრი.
უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული მსოფლიოს 70-მდე წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან.
დასაქმება, სტუდენტური ცხოვრება და სერვისები
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობა და სხვადასხვა მიმართულების კლუბები. უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები სოციალურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში.
კარიერის განვითარების სამსახური ეხმარება სტუდენტებს კარიერის დაგეგმვაში. უნივერსიტეტი გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. ასევე ხელმისაწვდომია ელექტრონული საბიბლიოთეკო ბაზები და ელექტრონული რესურსები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების უწყვეტ წვდომას საერთაშორისო დონის სასწავლო და სამეცნიერო მასალებზე.
საგრანტო პოლიტიკა
უნივერსიტეტის საგრანტო პოლიტიკა ორიენტირებულია წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერაზე. უნივერსიტეტს აქვს მრავალფეროვანი შიდა დაფინანსების საშუალებები. ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის, ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების რიცხოვნობა.
გრანტებსა და საფასურის კალკულაციას გაეცანით ბმულზე