[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ავტორიზაცია

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კერძო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნდა და დაიწყო ფუნქციონირება განათლების სამინისტროს 1995 წლის 31 აგვისტოს №01-17-08/1277 ლიცენზიის საფუძველზე.

2011 წელს გაიარა გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი (ავტორიზაცია) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 21 ივნისის №71 გადაწყვეტილებით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

2018 წელს გაიარა გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი (ხელახალი ავტორიზაცია) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 8 დეკემბრის №93 გადაწყვეტილებით 6 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (უნივერსიტეტი).