შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, უნივერსიტეტის სხვა შიდა აქტებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
სამსახური ორიენტირებულია დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული და აკადემიურად თავისუფალი მაღალი ხარისხის განათლების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, ასევე სტუდენტების სამომავლო კარიერისა და დემოკრატიულ საზოგადოებებში აქტიურ მოქალაქეებად ცხოვრებისათვის მომზადებასა და მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობაზე.
სამსახურის მიზანია განახორციელოს ღონისძიებები სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხარისხის სისტემატური სრულყოფისათვის, იზრუნოს აკადემიური პერსონალის პროფესიული დონის მუდმივ ზრდაზე და უზრუნველყოს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვა-განვითარება, განახორციელოს უნივერსიტეტის ინსტიტუციონალური კვლევა და კვლევის შედეგად მიღებული შედეგები წარუდგინოს უნივერსიტეტის რექტორსა და პასუხისმგებელ პირებს შემდგომი განხილვისათვის, შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად.
დასახული მიზნების განხორციელებისათვის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იყენებს „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარე“ (PDCA) ციკლის მიდგომას:
შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საქმიანობისა და რესურსების უწყვეტ შეფასებას, მათი მუდმივად განვითარების მიზნით. შეფასებების შედეგები გაითვალისწინება უნივერსიტეტის ყველა მმართველი რგოლის მიერ და შემდგომი გადაწყვეტილებები, უნივერსიტეტში საგანმანათლებლო საქმიანობის დაგეგმვა-განვითარებისათვის, მიიღება აღნიშნულ შედეგებზე დაყრდნობით.
საკონტაქტო ინფორმაცია: quality@ibsu.edu.ge
+ 995 322 800 064
შიდა ხარისხის სამსახურის უფროსი