სტრატეგიული განვითარება

  1. მთავარი
  2. /
  3. ჩვენ შესახებ
  4. /
  5. სტრატეგიული განვითარება

სამსახურის მიზანია, უზრუნველყოს ინსტიტუციონალური სტრატეგიული დაგეგმვისა და მასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება.

სამსახური უზრუნველყოფს ინფორმაციის მოძიებას ინსტიტუციონალური კვლევის საფუძველზე, რისთვისაც აწარმოებს უნივერსიტეტის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ამსახველ ელექტრონულ პლატფორმას;

სტრატეგიული განვითარების სამსახური ახორციელებს ძირითადი და დამხმარე პროცესების ერთიან სტანდარტში მოქცევას და უნივერსიტეტის მუდმივი განვითარებისათვის აწარმოებს ხარისხის მართვის ელექტრონულ პლატფორმას (tqm.ibsu.edu.ge), რომელიც მოიცავს უნივერსიტეტის საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებას;

აგრეთვე, ელექტრონული საინფორმაციო სისტემების სამსახურთან ერთად უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას უნივერსიტეტის საინფორმაციო სისტემების განვითარების მიზნით;

სტრატეგიული განვითარების სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მისიისა და ხედვის, ასევე ღირებულებების განსაზღვრასა და განვითარებას დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;

ასევე, უზრუნველყოფს სტრატეგიული დაგეგმვისათვის საჭირო პროცესების ორგანიზებას; უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავებას კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის, დაინტერესებული პირების ჩართულობით; ახორციელებს  სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმის შემუშავების მხარდაჭერას; მონაწილეობს უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.

სტრატეგიული განვითარების სამსახურის დებულება სრულად.