სიახლეები
- 14/09/2022
ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების (ინგლისურენოვან) საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება გრძელდება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების (ინგლისურენოვან) საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთები მიიღება 15.09.2022 – 20.09.2022 პერიოდში. აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს და ელექტრონული ფორმით გამოაგზავნოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია ელ-ფოსტაზე: mkhozrevanidze@ibsu.edu.ge
- განცხადების ფორმა: (IBSU_R17F01.EG). განცხადებაზე საჭიროა განმცხადებლის მატერიალური ხელმოწერა;
- ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (შზსუ-ს კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის). 2022 წლის კურსდამთავრებულთათვის – ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე. ამ შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული დიპლომის ასლი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის რეგისტრაციის პერიოდამდე.
- უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD); (ფოტოსურათის CD-ზე მატერიალურად წარმოდგენა მოხდება ბეჭდური ფორმით დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპზე);
- რეზიუმე/CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);
- საგნის გამოცდის ჩაბარების / საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების დამადასტურებელი ინფორმაცია (გამოცდის პირადი სარეგისტრაციო გვერდის ფოტო).
შენიშვნა: საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
აპლიკანტი ვალდებულია ჩააბაროს მისთვის მინიჭებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხისა და ჩაბარებული საგნის გამოცდის შესაბამისი შზსუ-ს მიერ განსაზღვრული გამოცდა; შზსუ-ს მიერ განსაზღვრული გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით, ინგლისურ ენაზე, რომლის მაქსიმალური შეფასება შეადგენს 20 ქულას. გამოცდის ხანგრძლივობაა 90 წუთი. გამოცდაზე აპლიკანტმა უნდა დაწეროს 500 სიტყვიანი სამოტივაციო ესსე, სადაც უნდა ასახოს პროგრამაზე ჩარიცხვის მოტივაცია, დაასაბუთოს საკუთარი პროფესიული წინსვლისა და განვითარების საჭიროება და განსაზღვროს ამ მიზნის მიღწევის გზები. ესეს შეფასების რუბრიკა იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://ibsu.edu.ge/ge/se-page/teacher-training-educational-program/. აპლიკანტი ვალდებულია ელექტრონული ფორმით გამოგზავნილი დოკუმენტაცია წარმოადგინოს ბეჭდური ფორმით გამოცდის დღეს (ოთახი #A109).
გამოცდა ჩატარდება 2022 წლის 21 სექტემბერს, 15:00 საათზე (ოთახი #A101).
პირველადი შედეგების გამოქვეყნება და აპელაციის პროცედურა:
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების პირველადი შედეგები გაეგზავნებათ აპლიკანტებს ელ-ფოსტაზე 2022 წლის 22 სექტემბერს და ეცნობებათ გასაჩივრების ვადების და ფორმატის შესახებ.
აპლიკანტებმა სააპელაციო განაცხადები (IBSU_R17F04.EG). შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით უნდა გამოაგზავნონ 2022 წლის 23 სექტემბრის 17:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: mkhozrevanidze@ibsu.edu.ge
სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გამოცდა ჩატარდება 2022 წლის 26 სექტემბერს, 15:00 საათზე (ოთახი #A101). აპელაციის შედეგების შესახებ ინფორმირება მოხდება ინდივიდუალურად ელ-ფოსტაზე 28.09.2022-ში.
აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმების თარიღია: 2022 წლის – 29 სექტემბერი.
საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: sseduhum@ibsu.edu.ge. პროგრამის შინაარსის შესახებ დამატებით ინფორმაციაზე მიმართეთ პროგრამის ხელმძღვანელს შემდეგ ელ-ფოსტაზე: mchkotua@ibsu.edu.ge