განცხადებები

  1. მთავარი
  2. /
  3. განცხადებები
  4. /
  5. გამოცხადდა მიღება მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე
25/08/2025

გამოცხადდა მიღება მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთები მიიღება 26 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით.

აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე: https://shorturl.at/pFNcE და ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები გააგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე viktoria.mindiashvili@ibsu.edu.ge

ყველა სასწავლო კურსი, ჯამში 50 კრედიტის მოცულობით, გარდა სასკოლო პრაქტიკისა – სასკოლო პრაქტიკა I (5 კრედიტი) და სასკოლო პრაქტიკა II (5 კრედიტი) ჩატარდება ელექტრონულად.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე (IBSU-ს კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის);
  • უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

  • განცხადება
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD); (ფოტოსურათის CD-ზე მატერიალურად წარმოდგენა მოხდება ბეჭდური ფორმით დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპზე);
  • რეზიუმე/CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);
  • ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით. მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის  შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
  • რეგისტრაციისას საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობის არარსებობის შემთხვევაში უნდა აიტვირთოს საგამოცდო ბარათი. გაითვალისწინეთ, რომ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სავალდებულოა წარმოდგენილი იყოს აღნიშნული ცნობა.

აპლიკანტი ვალდებულია ჩააბაროს მისთვის მინიჭებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხისა და ჩაბარებული საგნის გამოცდის შესაბამისი IBSU-ს მიერ განსაზღვრული გამოცდა; გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით, ინგლისურ ენაზე, რომლის მაქსიმალური შეფასება შეადგენს 20 ქულას.  გამოცდის ხანგრძლივობაა 60 წუთი. გამოცდაზე აპლიკანტმა უნდა დაწეროს 500 სიტყვიანი სამოტივაციო ესსე, სადაც უნდა ასახოს პროგრამაზე ჩარიცხვის მოტივაცია, დაასაბუთოს საკუთარი პროფესიული წინსვლისა და განვითარების საჭიროება და განსაზღვროს ამ მიზნის მიღწევის გზები. ესეს შეფასების რუბრიკა იხილეთ შემდეგ მისამართზე: IBSU_R17F02.G_შეფასების-რუბრიკა-2.pdf

აპლიკანტი ვალდებულია ელექტრონული ფორმით გამოგზავნილი დოკუმენტაცია წარმოადგინოს ბეჭდური ფორმით გამოცდის დღეს (ოთახი #111, ვიქტორია მინდიაშვილი).

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება უნივერსიტეტის კამპუსში 2025 წლის 10 სექტემბერს, 11:00 საათზე.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების პირველადი შედეგები გაეგზავნებათ აპლიკანტებს ელ-ფოსტაზე 2025 წლის 11-12 სექტემბერს და ეცნობებათ გასაჩივრების ვადების და ფორმატის შესახებ.

აპლიკანტებმა სააპელაციო განაცხადები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 13-15 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ელფოსტაზე: viktoria.mindiashvili@ibsu.edu.ge

სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 16 სექტემბერს, 12:00 საათზე. აპელაციის შედეგების შესახებ ინფორმირება მოხდება ინდივიდუალურად ელ-ფოსტაზე 17 სექტემბერს.

აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება 18-19 სექტემბერს.