განცხადებები

  1. მთავარი
  2. /
  3. განცხადებები
  4. /
  5. გრაფიკიული დიზაინის პროგრამის ღია კარის...
01/05/2025

გრაფიკიული დიზაინის პროგრამის ღია კარის დღე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღეზე, რომელიც 16 მაისს, 15:00 საათზე, IBSU-ში გაიმართება.

რა უნდა იცოდეთ გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის შესახებ:

დიპლომი 3 წელიწადში!
ერთადერთი ინგლისურენოვანი გრაფიკული დიზაინის პროგრამა საქართველოში
კარიერული შესაძლებლობები სწავლის დამთავრებამდე
ლექტორები – ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები
კომპლექსური კურიკულუმი, რომელიც აერთიანებს ვიზუალური კომუნიკაციის ყველა ასპექტს – ლოგოთი, რეკლამით და ტიპოგრაფიით დაწყებული ბაზრის კვლევითა და სხვა მარკეტინგული პროცესებით დამთავრებული.

გრაფიკული დიზაინის პროგრამის ხელმძღვანელები – მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები – გაგაცნობენ სრულ ინფორმაციას პროგრამის მიზნების, ამოცანებისა და მიღების პროცედურების შესახებ.

ასევე, გაგიზიარებენ რჩევებს შემოქმედებითი კონკურსის წარმატებით დაძლევისთვის.

ღია კარის დღეზე მოსულ მე-12 კლასელებს გადაეცემათ 1000-ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებასაც ისინი შეძლებენ IBSU-ს გრაფიკული დიზაინის პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში!

ღია კარის დღეზე რეგისტრაცია: https://forms.gle/Q87DoArDq7MbYY299

დეტალები პროგრამის შესახებ: https://shorturl.at/CGwNU