განცხადებები
- Home
- /
- განცხადებები
- /
- თბილისის მერიის დაფინანსება
თბილისის მერიის დაფინანსება
თბილისის მერიის დაფინანსების პროგრამაზე განაცხადებების მიღება დაიწყო !
თბილისის მერიამ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 4 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან:
- სოციალურად დაუცველი სტუდენტები;
- მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები.
დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.
განცხადების მიღება დაიწყო 2026 წლის 4 მარტიდან და გაგრძელდება 30 მაისის ჩათვლით (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7). სტუდენტებს განცხადებების შეტანა, ასევე, შეუძლიათ თბილისის რაიონულ გამგეობებში არსებულ სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისათვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).