განცხადებები
- მთავარი
- /
- განცხადებები
- /
- პირველკურსელების ლაშქრობა ალგეთის ეროვნულ პარკში
პირველკურსელების ლაშქრობა ალგეთის ეროვნულ პარკში
ძვირფასო პირველკურსელებო,
შეგახსენებთ, რომ სასწავლო წლის დასაწყისში, თქვენთან შეხვედრისას, რექტორმა მოგიწვიათ ერთდღიან ლაშქრობაზე, რომელსაც IBSU გაუწევს ორგანიზებას.
გაცნობებთ, რომ ბატონი კახა შენგელიას ინიციატივით ჩვენი ლაშქრობა შედგება გაზაფხულის სემესტრში, კერძოდ მარტში, ალგეთის ეროვნულ პარკში.
ლაშქრობის ეფექტიანად დაგეგმვისთვის, აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ იმ სტუდენტთა ვინაობა, ვინც შემოგვიერთდება საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ეროვნული პარკის დალაშქვრაში.
დაინტერესებულმა პირველკურსელებმა, გთხოვთ სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ არაუგვიანეს 2025 წლის 25 იანვრისა.
დამატებით ინფორმაციას თარიღზე, ტრანსპორტირებაზე, კვებასა და თქვენთვის დაგეგმილ აქტივობებზე მიიღებთ მოგვიანებით, თებერვლის თვეში.
წარმატებებს გისურვებთ!
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციას შეძლებთ მხოლოდ უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტით.