განცხადებები
- მთავარი
- /
- განცხადებები
- /
- პირველკურსელთა რეგისტრაცია
29/08/2024
პირველკურსელთა რეგისტრაცია
პირველკურსელთა საყურადღებოდ!
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელთა საბუთების მიღება:
- 2 სექტემბერი 14:00 – 17:00 საათი
- 3 სექტემბერი 10:00 – 17:00 საათი (შესვენება 13:00-14:00 სთ)
- 4 სექტემბერი 10:00 – 17:00 საათი (შესვენება 13:00-14:00 სთ)
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N2
პირველკურსელებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი);
- პირადობის მოწმობის ქსეროასლი. დედანი თან უნდა იქონიოთ;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4 დაბეჭდილი და ელექტრონულად CD ან DVD-ზე;
- ვაჟებისათვის, წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ქსეროასლი (დედანი თან იქონიეთ).
ოქროს მედალოსნებმა შესაბამისი ცნობა უნდა მოიტანოთ სკოლიდან!
სწავლა დაიწყება 9 სექტემბერს.
გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელსა და ბედნიერ სტუდენტურ ცხოვრებას!