2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

განცხადებები

  1. Home
  2. /
  3. განცხადებები
  4. /
  5. 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის...
29/01/2026

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განისაზღვრა 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის ვადები.

შიდა მობილობის ვადები:
2026 წლის 16 თებერვლიდან 22 მარტის ჩათვლით

შიდა მობილობით სარგებლობა შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ ერთი საფეხურის ფარგლებში სწავლა გააგრძელონ მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამაზე.

შიდა მობილობისთვის აუცილებელია ელექტრონული განცხადების გაგზავნა მითითებულ ვადებში emis.ibsu.edu.ge-ის პირადი გვერდიდან შემდეგი გზით: ელ. კანცელარია → ახალი განცხადების შექმნა → შიდა მობილობა