[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

IBSU გთავაზობთ სტუდენტურ პროექტს სახელწოდებით „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში.“ 

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი, მიზანად ისახავს IX, X, XI, და XII კლასის მოსწავლეებისთვის არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობას. პროექტი მათ დაეხმარება გაიგონ დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე.

ლექციებს ჩაატარებენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური სტუდენტები.

პროექტი სკოლის მოსწავლეებს ოთხ კურსს სთავაზობს:

  • არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი)
  • არქიტექტურული ხაზვა
  • არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები
  • მაკეტის შექმნა (მოდელირება)

თითოეული ლექციის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.

პროექტის კოორდინატორები: გიორგი წანაწყენიშვილი და ნათავან ალიევა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: nalieva@ibsu.edu.ge

დარეგისტრირდით წინასწარ: https://bit.ly/3oVOafs