IBSU-მ კათარზისის ბენეფიციარებს სააღდგომოდ პასქები გადასცა
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, IBSU-ს ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა კათარზისის ბენეფიციარებს სააღდგომოდ პასქები გადასცეს. ასევე, IBSU-მ კათარზისის ბენეფიციარებს ორი დღის სადილი დაუფინანსა.
IBSU-ში შემეცნებით-გასართობი თამაში ‘ქა’რთული’ ჩატარდა
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, IBSU-ში შემეცნებით-გასართობი თამაში 'ქა’რთული' ჩატარდა. თამაშში მონაწილეობდნენ IBSU-ს სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები. გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. თამაშის სპონსორები იყვნენ: გამომცემლობა პალიტრა L, კინო-თეატრი "ამირანი", მაღალია "ჰიპი" და მაღაზია "მანგამუნი".
საჯარო ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი – საფრთხე, თუ ახალი შესაძლებლობები ჟურნალისტურ საქმიანობაში?“
IT-ს და ტექნოლოგიების თემაზე მომუშავე ონლაინგამოცემა dev.ge-ს რედაქტორმა და ჟურნალისტმა თამთა ნაჭყებიამ IBSU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა თემაზე „ხელოვნური ინტელექტი – საფრთხე, თუ ახალი შესაძლებლობები ჟურნალისტურ საქმიანობაში?“
IBSU კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი გახდა
IBSU კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი გახდა, რომელიც უნივერსიტეტს სთავაზობს კორპორატიულ პირობებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია წარმატებით ოპერირებს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ასოციაციის მიზანია კიბერუსაფრთხოების როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული კუთხით განვითარება რეგიონში. ასოციაცია DefCamp-ისა და CyberEdu-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია რეგიონში. SCSA არის
ტრენინგი IBSU-ში – ‘1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია’
პროექტის "სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის" ფარგლებში, IBSU-ში ახალი ფორმატის ტრენინგი ჩატარდა თემაზე "1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია." ტრენინგის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და შეისწავლეს მეტი საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხი მოვლენის შესახებ.
IBSU-მ უცხოელ სტუდენტებს ვახშამზე უმასპინძლა
IBSU-მ უცხოელ სტუდენტებს ვახშამზე უმასპინძლა, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. სტუდენტებმა ერთმანეთს საქართველოში ცხოვრების გამოცდილება გაუზიარეს. რამდენიმემ ნაციონალური კერძიც მოამზადა. ვახშმის შემდეგ სტუდენტებმა Kahoot-ი ითამაშეს და საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ კითხვებს უპასუხეს.
IBSU-მ Street Art მასტერკლასსა და პრაქტიკულ ვორქშოპს უმასპინძლა
IBSU-მ საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაციის მიერ ორგანიზებულ Street Art მასტერკლასსა და პრაქტიკულ ვორქშოპს უმასპინძლა. ფედერაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ქუჩის ხელოვნების ისტორიაზე, ფერთა თეორიაზე, ქუჩის ხელოვნების როლზე სხვადასხვა ეპოქაში და სხვ. ვორქშოპის დასასრულს, სტუდენტებმა IBSU-ს კედელზე სტენსილები დახატეს.
IBSU-მ „ეზოს ღონისძიებების“ სეზონი გახსნა
IBSU-მ „ეზოს ღონისძიებების“ სეზონი გახსნა. გახსნის დღეს კამპუსში მოეწყო ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, წრეში ბურთის, კლასობანასა და ბადმინტონის სივრცეები. სპორტულ აქტივობებში სტუდენტებთან ერთად ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. "ეზოს ღონისძიებები" პარასკევობით გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
შეხვედრა თემაზე “როგორ დავწეროთ სტატია სამეცნიერო კონფერენციისთვის”
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, მაია ჩქოტუამ დღეს გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე “როგორ დავწეროთ სტატია სამეცნიერო კონფერენციისთვის.” ვორქშოპზე სტუდენტები გაეცნენ საკონფერენციო სტატიის მომზადების სპეციფიკას, მათ შორის სათაურის და რეზიუმეს შედგენას, სტატიის სტრუქტურასა და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს APA7 სტილის მიხედვით.
IBSU გარემოს გამწვანების ყოველწლიურ ტრადიციას აგრძელებს
IBSU გარემოს გამწვანების ყოველწლიურ ტრადიციას აგრძელებს. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, IBSU-ს ადმინისტრაციისა და სტუდენტების ჩართულობით, 50 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო. მსგავსი ღონისძიებებით, IBSU მხარს უჭერს მდგრად განვითარებას და ზრუნავს გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე.