[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ინიციატივით, კომპანია BDO-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების სტუდენტებს და გააცნეს კომპანიის ფასეულობები, მიმდინარე ვაკანსიები და პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. ასევე, კომპანიის HR-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე "როგორ დავწეროთ ეფექტური

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით „იზრუნე ხარისხის განვითარებაზე“, რომელიც გულისხმობს ყოველთვიურ შეხვედრებს აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. პროექტის მიზანია უნივერსიტეტში ხარისხის კულტურის განვითარება. დღევანდელი სადებიუტო შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ არაფორმალურ გარემოში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები სასწავლო პროგრამებთან,

IBSU-ს ახალგაზრდა ლიდერთა კლუბმა ახალი პროექტი Youth Talk დაიწყო, რომლის ფარგლებში სტუდენტები ისაუბრებენ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ლიდერული უნარების განვითარებას. დღევანდელ სადებიუტო შეხვედრაზე, ლექტორმა ნინო სამხარაძემ და სტუდენტებმა, ვახტანგ მანიამ, ლიზა ფარცვანიამ და მარიამ ჩიხლაძემ ისაუბრეს თემაზე - "The Power of

ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ლექტორმა, თამარ ნარინდოშვილმა IBSU-ში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: "კიბერუსაფრთხოება და დეზინფორმაცია, როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევა". თამარ ნარინდოშვილმა ვრცლად ისაუბრა კიბერსაფრთხეებზე, თავდაცვის მექანიზმებსა და ეფექტიანი კიბერუსაფრთხოების სისტემის მნიშვნელობაზე. ლექციის განმავლობაში ასევე მიმოიხილეს კიბერშეტევის ცნობილი მაგალითები.

IBSU-მ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. წლევანდელი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები იყვნენ IBSU, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, უფრო ფართომასშტაბიანი იყო. სტუდენტებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს და კონფერენციის დასასრულს სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების შემდგომ, ზაარლანდის

ტალინის უნივერსიტეტმა გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამა. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 1 მაისი, 2023 წელი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ- https://bit.ly/3lOdGSU

სლოვაკეთის სახელმწიფომ გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამა 2023/2024 სასწავლო წლისათვის. განაცხადის წარდგენა შეუძლია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. აპლიკანტების მიერ განაცხადი ივსება 2023წლის 24 მარტიდან შემდეგ ვებგვერდზე: https://bit.ly/3M1P7MQ წარდგენის ბოლო ვადაა: 2023 წლის 30 მაისი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/3K1U05J ან დაუკავშირდით: helpdesk@studyabroad.sk გამარჯვებული კანდიდატები უფასოდ გაივლიან სლოვაკური

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოვიდა 2023/2024 სასწავლო წლისათვის უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაცია უნგრული ენის და კულტურის სასწავლო სტიპენდიის შესახებ. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 აპრილი დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ბმულზე - https://bit.ly/3nCTxPU

ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ხელშემწყობი ფონდი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს. კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე: https://bit.ly/3ZumPgT კონკურსი მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრით) სასწავლო პროგრამებზე: https://bit.ly/40Nyd8T კონკურსი მოკლევადიან ( ერთი ან ორი სემესტრით) ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამებზე:

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნანა აბულაძე International Writing Program-ის ფარგლებში, აიოვას უნივერსიტეტის სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეა. ნანა აიოვის უნივერსიტეტში ორ თვეს გაატარებს, სადაც ლიტერატურულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში, რომელსაც პროგრამა უზრუნველყოფს, ჩიკაგოსა და ნიუ იორკს ეწვევა. როგორც