[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-მ უმასპინძლა პანელურ დისკუსიას თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“ IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს ომით გამოწვეულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, დასავლეთის მხარდაჭერასა და რუსეთის გეგმებზე. ასევე, პანელური

𝗜𝗕𝗦𝗨-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით, პორტუგალიის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დელეგაციამ, ერთობლივი თანამშრომლობისა და ერასმუს + პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტში შეხვედრები გამართა. პროფესორმა რუი როსა დიასმა ლექციაზე სტუდენტებს გააცნო მიმდინარე მარკეტინგული ტრენდები და აგრო-პროდუქტების სისტემაზე მორგებული ახალი ხედვები. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები 𝗜𝗕𝗦𝗨-ს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“ ვრცლად: newsday.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის“ გაიმართა. ვრცლად: www.interpressnews.ge

 ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორმა, კლარენს ვან დერ პუტმა IBSU-ში ჩაატარა მასტერკლასი თემაზე “ტურიზმის მარკეტინგი.”  ინტერაქტიურ შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ ტურიზმის ტრენდებს და ამ კონტექსტში მარკეტინგულ მიდგომებს.  შეხვედრის დასასრულს მასტერკლასის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებული მოჭადრაკეები, რომლებიც წარადგენენ IBSU-ს უნივერსიადაზე. გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურმა კურსდამთავრებულებულებთან ერთად ბაკურიანში ექსკურსია მოაწყო.

IBSU-ში კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტი გოგონების ნამუშევართა გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე გამოტანილი იყო სტუდენტების მიერ აწყობილი უნიკალური თვალსაჩინოებები, მათ შორის ტურინგის  მანქანა, X/O ხელსაწყო, ნახაზები, შენობების მინიატურული მაკეტები და ა.შ.

ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, თამარ შიოშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "თეთრი სახლის დიასახლისები." შიოშვილმა ვრცლად ისაუბრა ოთხი პირველი ლედის, აბიგაილ ადამსის, ელეანორ რუზველტის, ჟაკლინ კენედისა და ჰილარი კლინტონის როლზე ქალთა უფლებების ჭრილში.  

კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ბოულინგის ცენტრმა IBSU-ს კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. გასვლითი შეხვედრა მიზნად ისახავდა არასამუშაო სივრცეში კურსდამთავრებულების შეხვედრას და სასიამოვნო საღამოს გატარებას. ბოულინგში გამარჯვებული გუნდები სერტიფიკატებითა და კინოს ბილეთებით დაჯილდოვდნენ.