[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

6 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა შეხვდა პირველკურსელებს. შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ.    

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა უცხოელ სტუდენტებთან. უნივერსიტეტის რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა საერთაშორისო სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა მელიკ ალკანმა სტუდენტებს გააცნო საქართველო, ღირსშესანიშნავი ადგილები, უნივერსიტეტის მოკლე ისტორია  და პროექტები,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. პუბლიკაცია ამის შესახებ  იხ: www.interpressnews.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როლანდ შავაძე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. IBSU ულოცავს როლანდს ამ დიდ წარმატებას. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. პუბლიკაცია ამის შესახებ  იხ: www.interpressnews.ge

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 2022 წლის, 27 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩატარდება ემინე ბალა სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა  “ინგლისურის როგორც უცხოური ენის შესწავლის სტრატეგიების გავლენა  ენის შემსწავლელი პირველკურსელი სტუდენტების ავტონომიურობაზე (ერბილის, ერაყი, კერძო უნივერსიტეტების შემთხვევის ანალიზი)”   შზსუ-ს საკონფერენციო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 2022 წლის, 26 ოქტომბერს, 16:00 საათზე ჩატარდება ალი ბალა სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა  “ციფრულ ბიბლიოთეკაში ექსტენსიური კითხვის გავლენა ინგლისურ როგორც უცხოურ ენაზე კითხვისას ტექსტის გაგებაზე, ტემპზე და მოტივაციაზე (კერძო დაწყებითი სკოლების მაგალითზე

ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის შეხვედრა, სადაც დაფუძნდა ახალგაზრდული ინტერნეტ მმართველობის ფორუმიც. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი  ფორუმის ერთ-ერთი წამყვანი თანადამფუძნებელი ქართული უნივერსიტეტია. შეხვედრას უნივერსიტეტის  სახელით დაესწრო „ციფრული მედიისა და

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა.   ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთევან ნანობაშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი თამარ ქარაზანიშვილი შეხვდნენ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. როგორც,  ქეთევან ნანობაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები სისტემატურად იქნება თითოეული პროგრამის სტუდენტებთან, რადგან მათი ჩართულობა პროგრამის განვითარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შავი ზღვის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,  განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი პროფესორის, ჯუდით ელიოტის სემინარი გაიმართა.  შეხვედრაზე ისაუბრეს თემაზე “რეფლექსია სადოქტორო კვლევის ჩატარების პროცესსა და პროცედურებზე”.  მომხსენებელი, ჯუდით ელიოტი, განათლების მეცნიერებების დოქტორია კოგნიტურ განვითარებასა და განათლების სოციალურ კვლევებში. სემინარს შავი ზღვის საერთაშორისო