[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL III) მესამე მოდულის ტრენინგი გაიმართა - თბილისისა და რუსთავის 12 სკოლის მასწავლებლებთან. მონაწილეებს ტრენინგის ბოლოს თაბები გადასცეს. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტი პარტნიორობას

საკონსულტაციო კომპანია TBSC-სა და გრანტ ტორნტონის მიერ ორგანიზებული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი 2020 წლის 30 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის ინიციატივითა და ხუთი უმაღლესი სასწავლებლის თანაორგანიზებით გასულ წელს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამის ხელმძღვანელებსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო საგანტო AUF-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, საფრანგეთის სხვადასხვა კომპანიაში, იბსუს სტუდენტების სტაჟირების შესაძლებლობები განიხილეს. იმ საგნებში, რომლებიც პრაქტიკის კომპონენტს შეიცავს, სტაჟირება 2020 წლის 1 აპრილიდან - 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.

თბილისის ბიზნესაქსელერატორი Spark-ი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტთან ერთად აქსელერაციის პროგრამას იწყებს. პროგრამა გულისხმობს ბიზნესის ადმინისტირების მიმართულების სტუდენტების მენტორინგს სამეწარემო საქმიანობაში, მათ შორის კონსულტაციის გაწევას, ფინანსური ანგარიშგებების, საგადასახადო კანონმდებლობისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ იურიდიულ და ბრენდის პოზიციონირების საკითხებზე. პრეაქსელერეციის პროგრამა სხვადასხვა სილაბუსზე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა ევროპარლამენტიდან მოწვეულ სტუმარს, ბ-ნ რომან სტრასერს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმარი წაიკითხავს სალექციო კურსს: „როგორ მუშაობს ევროკავშირი პრაქტიკაში?“. სალექციო კურსი სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია ევროკავშირის საქმიანობასთან დაკავშირებით, უშუალოდ იმ პირისგან, ვინც ორგანიზაციის სტრუქტურაში

''2020 წლისათვის უნივერსიტეტს აქვს არაერთი გეგმა, მათ შორის ერთობლივი პროგრამების რაოდენობის გაზრდა, საგანმანთლებლო და კვლევით პროცესში ჩართული უცხოელი პროფესორებისა და სტუდენტების გაზრდა. უნივერსიტეტს ამ ეტაპზე აქვს 40 აკრედიტირებული პროგრამა. შრომის ბაზრის კვლევის ანალიზის საფუძველზე, უნივერსიტეტი დამატებით გეგმავს ახალი პროგრამების აკრედიტაციას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა /IBSU/ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ამერიკის (TEXAS A&M University), უკრაინისა (Simon Kuznets Kharkiv National University of Economics) და ჩეხეთის (Metropolitan University Prague) უნივერსიტეტებთან. მემორანდუმი მოიცავს აკადემიურ, სამეცნიერო, კვლევით და კულტურულ სფეროში თანამშრომლობას და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით

2020 წლის, 24 იანვარს, 15:00 საათზე იმართება ნანა ალექსიძის სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა სტუდენტზე ორიენტირებული საკლასო მენეჯმენტი როგორც საშუალო სკოლის მოსწავლეთა თვითრეალიზების ხელშემწყობი ფაქტორი (საქართველოს მაგალითზე) IBSU-ს საკონფერენციო ოთახი კორპუსი A, N 101. დისერტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ IBSU-ს ბიბლიოთეკაში.

პროექტი: „ბიზნეს გეგმების შეჯიბრი: ბიზნესმენები ინვესტორების წინააღმდეგ“ 2019 წლის 23 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო საგნის „BUS111 ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები“-ს კურსის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეთოთხმეტე, ყოველწლიური პროექტი „ბიზნეს გეგმების შეჯიბრი: ბიზნესმენები ინვესტორების წინააღმდეგ“. პირველი კურსის სტუდენტებმა, საგნის ლექტორისა

21 დეკემბერს, ამერიკის საგარეო პოლიტიკის სალექციო კურსის ფარგლებში, ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ბ-ნი ჯულიუს ცაი ამერიკისმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტებს შეხვდა. ბ-ნი ცაი სტუდენტებს ესაუბრა მისი პირადი აკადემიური და დიპლომატიური კარიერული გამოცდილების შესახებ, გაუზიარა რეკომენდაციები კარიერული არჩევანის შესახებ და მისცა სასარგებლო