[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

მოგეხსენებათ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს, სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი შიდა სასწავლო გრანტით აფინანსებს. ახალი შემოთავაზაბის თანახმად, 2018-2019 საასწავლო წლის მედალოსნები, რომლებიც ვერ მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს და იბსუ-ში ჩაირიცხებიან მიიღებენ 40%-იან შიდა გრანტს. edu.aris.ge  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ქეთევან კიკილაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა ოცდღიან პროექტზე – Belt and Road Science and Technology International Workshop. edu.aris.ge  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოქმედ ან მომავალ მასწავლებლებს იწვევს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ ერთწლიან, 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. edu.aris.ge

27-28 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“ კონფერენციას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო და ისეთ საკითხები მოიცვა როგორიცაა: კულტურათაშორისი დიალოგის ისტორია, ქალაქები და მოგზაურობა პოლიტიკის ისტორია

3-11 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სეზონური სკოლა მანქანურ სწავლებაში გაიმართა (Autumn school in Machine learning). პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. edu.aris.ge

IBSU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის – მარკეტინგის, მენეჯმენტის და ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისათვის ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა – კლარენს ვან დერ პიუტმა და ბარტ დე ჰანმა ჩაატარეს მასტერკლასი თემაზე: ,,მარკეტინგული სტრატეგიები, ბრენდის მენეჯმენტი, ნეირომარკეტინგი, მომხმარებლის ქცევა”. edu.aris.ge

2019 წლის, ოქტომბრის 21, 15:00 საათზე  იმართება   ჯონათან გ. სკოტ  სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა     “საბრძოლო სტრატეგიული კულტურა - 21-ე საუკუნის ახალი ფენომენი: სამხედრო ლიდერობის ტრანსფორმაცია აშშ-ს მაგალითზე (1960-2010)”     შზსუ-ს საკონფერენციო ოთახი

On  October 21, 2019, at 15:00 Public Defense of PhD Dissertation     “The Warrior Strategic Culture – New Phenomenon in 21st Century Culture: A Transformation in Military Leadership in the American Experience (1960-2010)”  

გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. მათემატიკა/ისტორია გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. იხილეთ ლინკი

იბსუში გადმოსვლის მსურველთათვის ყველა ის სასწავლო გრანტი და შიდა დაფინანსება იმოქმედებს, რომელიც უნივერსიტეტს აქვს. შეგახსენებთ, რომ იბსუში არაერთი შიდა გრანტი მოქმედებს, როგორიცაა ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი სტუდენტების დაფინანსება, ასევე, სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების შიდა გრანტებით უზრუნველყოფა და სხვა.