[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამერიკელი პროფესორი რობერტ მაკკენზი ესტუმრა. რობერტ მაკკენზი 45 წელზე მეტია, რაც საგადასახადო სამართლის სფეროში მოღვაწეობს აშშ-ში და ახორციელებს შიდა შემოსავლების სამსახურისა და სამთავრობო უწყებების წინაშე კლიენტების წარმომადგენლობას. რობერტ მაკკენზის ვიზიტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოიცავდა ორკვირიან სასწავლო კურსს „სამართლებრივი ინგლისური ენის“ ფარგლებში სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. კურსში მიმოხილული იყო ამერიკის

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი თეა თოდუა სტუდენტებს შეხვდა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე დეკანმა კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის პროგრამების  სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები გააცნო და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

IBSU-ს პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი რექტორი კახა შენგელია და მარკეტერი სტუდენტები იმყოფებოდნენ ზედაზენზე ლაშქრობაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პოლონეთის ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლა. ევა კოვალსკა, იოანა ჩეხომსკა, კამილა შჩეპანოვსკა და მაგდალენა კესკა IBSU-ს ერაზმუს + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ და შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლისა და ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონფერენციებისა და პუბლიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა დოქტ. გივი ამაღლობელმა და აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძემ მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში  გამართულ  ეკოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში (International Conference on

ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ AIESEC (აისეკი) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართა საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ. AIESEC-ის წარმომადგენლებმა განიხილეს სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის Global Teacher, Global Talent, და Global Volunteer.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საზოგადოებაში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, IBSU-ს სტუდენტებთან საჯარო ლექცია ჩაატარეს. ინტერაქტიურ შეხვედრაზე განიხილეს ტექნოლოგიების კუთხით გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოს მსგავსი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პრაქტიკა მსოფლიოში, ხმის დათვლის პროცესი და ამომრჩეველთა აქტივობის და წინასწარი მონაცემების გადაცემის