[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანი, დარა აჰმედი და მარკეტინგის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, არიან მათინი ბიზნესის სკოლის დამამთავრებელი საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს შეხვდნენ და უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები გააცნეს. შეხვედრაზე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ სამაგისტრო პროგრამებს და ახალი ტიპის დაფინანსებას.

IBSU-ს ბიზნესის სკოლამ ჩესტოჰოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა, მათ შორის პროფესორ სებასტიან კოტს, რომელიც პოლონური ჟურნალის "მენეჯმენტის კვლევები" მთავარი რედაქტორია. პროდუქტიულ შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო კოლაბორაციის პერსპექტივებზე კვლევის და IBSU-ს ბიზნესის ჟურნალის განვითარების მიმართულებით. ასევე, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები.

'სასტუმრო მენეჯმენტის' კურსის ფარგლებში, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ ახლად გახსნილ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს -'Paragraph Freedom Square, a Luxury Collection.' სტუდენტებმა შეაფასეს უმაღლესი კლასის სასტუმრო და შეადარეს განსხვავებული კლასიფიკაციის მქონე თბილისში არსებულ უკვე ნანახ სასტუმროებს.

სალექციო კურსის "სასტუმროს მენეჯმენტი" ფარგლებში, გასვლითი ღონისძიება მოეწყო თბილისის ორ სასტუმროში "ეპიზოდი" და აპარტ-ჰოტელი "გრატუსი." სტუდენტებს საშუალება მიეცათ პრაქტიკულად შეეფასებინათ ორი სხვადასხვა დანიშნულების სასტუმრო: ხანგრძლივი ბინადრობისთვის/ან ოჯახისთვის განკუთვნილი აპარტამენტის ტიპის ახლადგახსნილი სასტუმრო და ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც განსხვავდება თვითმომსახურეობით, რადგან იგი ერთადერთი სასტუმროა self

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სალექციო კურსის: "კულტურული ტურიზმი" ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გასვლითი ლექცია ჩატარდა თემაზე "მუზეუმების როლი კულტურულ ტურიზმში."

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სალექციო კურსის ,,საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები" ფარგლებში, პორტუგალიელმა პროფესორმა, ხოსე ვარელა გომესმა ჩაატარა სემინარი თემაზე  - "ღვინის ტურიზმი".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორგანიზაცია Eesti Haridusagentuur საბჭოს წევრ, დოქტორ სერგეი კასკას უმასპინძლა. სტუმარმა სალექციო კურსის “საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები” ფარგლებში, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა სემინარი თემაზე:”ვირტუალური ტურიზმი”.

IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე დარა აჰმედი დაინიშნა. დარა აჰმედი არის კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამის ასოცირებული პროფესორი; ასევე, KAP Business Laboratory-ის თანადამფუძნებელი, ბიზნეს კონსულტანტი და კორპორატიული ტრენერი. ბატონი აჰმედი იყო აჭარა ჯგუფის აკადემიაში ოპერაციების მართვის მენეჯერი. აღსანიშნავია, დარა აჰმედის დიდი

2024 წლის 18 და 19 იანვარს, ბიზნესის სკოლის ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სავალდებულო საგნის „BUS111 ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები“-ს კურსის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეთვრამეტე, ყოველწლიური პროექტი "ბიზნეს გეგმების შეჯიბრი." სტუდენტებმა, საგნის ლექტორისა და პროექტის კოორდინატორის, პროფესორი, დოქტორის, თეა კბილცეცხლაშვილის ხელმძღვანელობით 6 კვირის განმავლობაში ჩამოაყალიბეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას ეწვივნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ ფედერაციის ხელმძღვანელობას. ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს პროფესიის