[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ბიზნესის ადმინისტრირება

ბიზნესის სკოლა

პროგრამის მიზანი

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზანს წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო აკადემიური ინსტიტუტებისა და ბიზნესის სექტორისთვის მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ დასახული მიზნების მაქსიმალურ განხორციელებას, პრობლემური საკითხების გადაჭრას და მათი კვლევის სფეროსა და ორგანიზაციების განვითარებას. სადოქტორო დონეზე ჩატარებული კვლევა საშუალებას აძლევს სტუდენტს წვლილი შეიტანოს არსებული ცოდნის განახლებასა და გაღრმავებაში. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩამოყალიბდნენ როგორც წარმატებული მკვლევრები და შესაბამისი დარგის (მენეჯმენტი/მარკეტინგი/ფინანსები) ექსპერტები.

დასაქმების სფერო

IBSU-ს ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორს შეუძლია იმუშაოს როგორც კომერციულ ისე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, საჯარო მმართველობის და სხვა მსგავსი მიმართულებებით. მას შეუძლია აგრეთვე ჩაატაროს სამეცნიერო კვლევები  თავის დარგში.

IBSU-ს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი შეიძლება დასაქმდეს: უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებში; საჯარო და კერძო ბიზნეს კომპანიებში; მასმედიისა და საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრებში; როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი.

პროგრამაზე მიღების წინაპირობა

საქართველოს მოქალაქე  დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ინფორმაცია საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ (რეზიუმე)
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა
  • საკვლევი თემის პროექტი ინგლისურ ენაზე
  • უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში ჩაინიშნება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა)
  • გასაუბრება
  • შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://iro.ibsu.edu.ge/admissions/

კანდიდატმა აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროს ბმულზე და საჭირო დოკუმენტაცია გადმოგზავნოს ელ. ფოსტაზე 15 სექტემბრის ჩათვლით –  viktoria.mindiashvili@ibsu.edu.ge 

გასაუბრების თარიღები: 16-22 სექტემბერი

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისთვის: 4500 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 4500 $

  • შავი ზღვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის სადოქტორო პროგრამებზე მოქმედებს 10%-იანი გრანტი. 

მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 53 ECTS

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროგრამის კოორდინატორი: ასოც. პროფ. დოქტ. მეთინ მერჯანი
ტელ: (+995 32) 2 800 064 (119)
ელ-ფოსტა: mmercan@ibsu.edu.ge
ოთახი: A308