...
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

გაცვლითი პროგრამა

ბიზნესის სკოლა

ფაკულტეტი, როგორც სტუდენტებს, ასევე თანამშრომლებს, აძლევს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. გაცვლითი პროგრამა ხორციელდება ფაკულტეტის მიერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან თანამშრომლობით, რომელიც პასუხისმგებელია პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გამყარებაზე. შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე და უპირატესობა ენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.

ფაკულტეტი,  საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან ერთად, წელიწადში ორჯერ გზავნის სტუდენტებს საზღვარგარეთ. საბუთების მიღება ცხადდება როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო სემესტრისთვის. საშუალოდ 15-20 სტუდენტი ირჩევა სემესტრულად გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: პოლონეთში, პორტუგალიაში, ლატვიაში, ლიტვაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ჩეხეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და ა.შ.

გთხოვთ, იხილეთ პარტნიორ უნივერსიტეტთა სია.

გაცვლითი პროგრამა მოიცავს: სწავლა საზღვარგარეთ, სწავლება საზღვარგარეთ, ფაკულტეტის პერსონალის განვითარების საერთაშორისო სემინარები და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.