Google HashCode არის Google-ის კონკურსი პროგრამირებაში სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის ევროპის, შუ აზიისა და აფრიკის მასშტაბით. მონაწილეები აყალიბებენ გუნდებს და პროგრამულ ენას, Google კი ირჩევს ამოცანებს, რომელიც გუნდის წევრებმა უნდა ამოხსნან.
კონკურსი შედგება ორი რაუნდისგან: ონლაინ საკვალიფიკაციო რაუნდი და ფინალური რაუნდი, სადაც საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები არიან მიწვეულნი.
კომპიუტერული ტექნილოგიებისა და საინჟინრო ფაკულტეტმა წელს პირველად უმასპინძლა Google Hashcode-ს. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს გუნდებმა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.