ბიზნეს ადმინისტრირება – მარკეტინგი (ინგლისურენოვანი)

  1. მთავარი
  2. /
  3. სკოლები
  4. /
  5. ბიზნესის სკოლა
  6. /
  7. სამაგისტრო პროგრამები
  8. /
  9. ბიზნეს ადმინისტრირება – მარკეტინგი (ინგლისურენოვანი)

პროგრამის მიზანი

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბიზნესის  მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნესის მართვის სფეროებში. მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა გარდა თეორიული კურსებისა, მოიცავს ინტერაქტიურ სემინარებსა და ტრენინგებს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ მუშაობას, რის შედეგადაც მაგისტრს გაუადვილდება როგორც ბიზნესის, ზოგადად, და მარკეტინგის, კერძოდ, მართვის სფეროში არსებული თეორიული და პრაქტიკული პრობლემების ანალიზი და მათი მართვა. სწავლების პროცესში გათვალისწინებულია სტუდენტების მისწრაფებები და სურვილები,  ბიზნესის და ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ტენდენციები და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.

პროგრამის ამოცანაა  მაქსიმალურად დაუახლოვოს სტუდენტი პრაქტიკას, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში სტაჟირებებით, ასევე პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. ამ მიზნით, პროგრამაში სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებულია ურთიერთობები ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

 

ძლიერი მხარეები

ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ პრაქტიკოს კადრებსა და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით; ბაზარზე ორიენტირებულ კურიკულუმს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით; მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს მარკეტინგული სწავლების სრულ თეორიასა და პრაქტიკას; მასში გამოიყენება მარკეტინგის უახლესი ლიტერატურა, თანამედროვე სტილის ქეისებზე ორიენტირებული სწავლება.

 

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტი მომავალ კოლეგებთან საზღვარგარეთ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე. ადვილად აღიარებადი საკრედიტო სისტემისა და მორგებადი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრი გაატარონ განსხვავებულ გარემოში და გაიღრმაონ მათ მიერ არჩეული პროფესია.

 

დასაქმების სფერო

საგანმანათლებლო პროგრამა მარკეტინგში მიმართულია საჭირო უნარების შესაძენად  მარკეტინგის მკვლევრის, მომხმარებელთა სპექტრის ანალიზის, ბაზრის სეგმენტაციისა და მომხმარებლის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით მარკეტინგის სპეციალისტის ჩამოყალიბებაზე, რომელიც შეძლებს მარკეტინგული ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებას და პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას. მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები იქნებიან წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც შექმნიან საპრომოციო პროგრამებს, გამოიკვლევენ მომხმარებელთა საჭიროებებს, საზოგადოებას გააცნობენ ორგანიზაციას და მის ძლიერ მხარეებს კონკურენციულ გარემოში.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება
  • გასაუბრება საგანში
  • უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება, თუ საბაკალავრო დიპლომით არ უდასტურდება B2 დონის ცოდნა

გაითვალისწინეთ!

  1. გამოცდა გრანტის მოსაპოვებლად ტარდება პროგრამის განმხორციელებელ ენაზე
  2. განმცხადებლები, რომლებსაც აქვთ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან
  3. უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა; ამ კატეგორიის სტუდენტების ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე
  4. გასაუბრებაზე თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • 2 ფოტო (3X4) (ამობეჭდილი და ელექტრონული ფორმით). ფოტო ელექტრონული ფორმით ეგზავნება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, თუ განაცხადი არ კეთდება ელექტრონული სისტემით
  • CV
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (უცხო ენაზე გაცემული დიპლომის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი) – IBSU-ის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლის სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო
  • განმცხადებლის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება
  • საიდენტიფიკაციო ბარათის/ პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი / უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი და დანართი
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: https://ibsu.edu.ge/iro/admission/

მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მარკეტინგში
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS

 

სწავლის საფასური

ეროვნული სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 4500 ლარი
ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი

 

შეღავათები

1. თუ მაგისტრანტობის კანდიდატი ხელშეკრულებას გააფორმებს 31 აგვისტომდე და გადაიხდის 950 ლარს, ისარგებლებს 20%-იანი გრანტით.

შენიშვნა: თუ მაგისტრანტობის კანდიდატი არ ჩააბარებს IBSU-ში, აღნიშნული თანხა არ დაუბრუნდება; ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურში ჩაეთვლება; თუ მაგისტრანტობის კანდიდატი IBSU-ს შიდა გამოცდას ვერ ჩააბარებს, აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.

210%-იანი გრანტი კურსდამთავრებულებისთვის

3.ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე თუ მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს მაქსიმალური შეფასების 80%-ზე მეტს ან BA-ს GPA აქვს 3.3 – მიიღებს წლიურად 1250 ლარიან გრანტს (ჯამში 2500 ლარს).

შენიშვნა: ამ შემთხვევაში დაინიშნება დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცდა, რომლის შედეგიც უნდა იყოს მაქსიმალური ქულის მინიმუმ 80%.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის კოორდინატორი: ასოც. პროფ. დოქტ. არიან მატინ | arian.matin@ibsu.edu.ge
ტელ:(+995 32) 2 800 064 (182)
ოთახი: A308

 

პროგრამა