მარკეტინგი (ინგლისურენოვანი) - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მარკეტინგი (ინგლისურენოვანი)

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

მოკლე აღწერა 

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბიზნესის  მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნესის მართვის სფეროებში. მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა გარდა თეორიული კურსებისა, მოიცავს ინტერაქტიურ სემინარებსა და ტრენინგებს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ მუშაობას, რის შედეგადაც მაგისტრს გაუადვილდება როგორც ბიზნესის, ზოგადად, და მარკეტინგის, კერძოდ, მართვის სფეროში არსებული თეორიული და პრაქტიკული პრობლემების ანალიზი და მათი მართვა. სწავლების პროცესში გაითვალისწინებულია სტუდენტების მისწრაფებები და სურვილები,  ბიზნესის და ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ტენდენციები და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.

პროგრამის ამოცანაა  მაქსიმალურად დაუახლოვოს სტუდენტი პრაქტიკას, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში სტაჟირებებით, ასევე პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. ამ მიზნით, პროგრამაში სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებულია ურთიერთობები ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ძლიერი მხარეები

ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ პრაქტიკოს კადრებსა და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით; ბაზარზე ორიენტირებულ კურიკულუმს პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლებით; მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს მარკეტინგული სწავლების სრულ თეორიასა და პრაქტიკას; მასში გამოიყენება მარკეტინგის უახლესი ლიტერატურა, თანამედროვე სტილის ქეისებზე ორიენტირებული სწავლება.

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტი მომავალ კოლეგებთან საზღვარგარეთ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე. ადვილად აღიარებადი საკრედიტო სისტემისა და მორგებადი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრი გაატარონ განსხვავებულ გარემოში და გაიღრმავონ მათ მიერ არჩეული პროფესია.

დასაქმება

საგანმანათლებლო პროგრამა მარკეტინგში მიმართულია საჭირო უნარების შესაძენად  მარკეტინგის მკვლევარის, მომხმარებელთა სპექტრის ანალიზის, ბაზრის სეგმენტაციისა და მომხმარებლის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით მარკეტინგის სპეციალისტის ჩამოყალიბებაზე, რომელიც შეძლებს მარკეტინგული ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებას და პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას. მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთვარებულები იქნებიან წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც შექმნიან საპრომოციო პროგრამებს, გამოიკვლევენ მომხმარებელთა საჭიროებებს, საზოგადოებას გააცნობენ ორგანიზაციას და მის ძლიერ მხარეებს კონკურენციიულ გარემოში.

მიღება

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება

  1. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  2. საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება;
  3. სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება;
  4. უცხო ენაში B2 დონისშიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება;
  5. განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება;
  6. განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი/თურქულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური/თურქული ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული:
www.iro.ibsu.edu.ge

 

აკრედიტაცია

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს №1192975  გადაწყვეტილების მიხედვით პროგრამა აკრედიტირებულია 07.11.2027 წლამდე.

მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მარკეტინგში
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეთათვის: 3540 ლარი
 უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 9900 ლარი

შეღავათები

თუ უკვე მოიპოვე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლება, სამაგისტრო და სადოქტრო სკოლის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციის პერიოდში ჩარიცხვის შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

უკრაინის მოქალაქეებისთვის:

უკრაინის მოქალაქე, რომელიც ჩაირიცხება უნივერსიტეტის ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე (სამივე საფეხურზე), სწავლის საფასურის შეღავათის სახით მიიღებს 50%-იან შეღავათს,  პროგრამით განსაზღვრული სწავლის პერიოდში. (ბაკალავრიატზე  – 4 წელი, მაგისტრატურაზე – 2 წელი, დოქტორანტურაზე – 3 წელი).

შეღავათი შეეხება:

ა) სტუდენტებს, ვინც 2022 – 2023 წლიდან ჩაირიცხება;
ბ) სტატუს აღიდგენილებს:
გ) მობილობით გადმოსულს.

სტატუსის აღდგენისა და მობილობის წესით გადმოსვლის შემთხვევაში, შეღავათს გამოიყენებს უნივერსიტეტის შიდა გრანტის გამოყენების წესის მიხედვით (სემესტრში 30 კრედიტი, პროგრამით განსაზღვრული დარჩენილი პერიოდი).

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
  2. ელ-ფოსტა:  graduateschool@ibsu.edu.ge
  3. ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151)
  4. პროგრამის კოორდინატორი: ასოც.პროფ.დოქტ.  არიან მატინ