სიახლეები
- 19/04/2022
სტუდენტური პროექტი „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ დასრულდა
დასრულდა სტუდენტური პროექტი „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“, რომელიც განკუთვნილი იყო IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის და შემუშავდა IBSU-ს არქიტექტურის პროგრამის მიერ. მისი მიზანი იყო არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობა. პროექტი მოსწავლეებს დაეხმარა დიზაინის საფეხურების კონცეფციიდან რეალიზაციამდე გაგებაში.
პროექტის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა გაიარეს 6 კურსი, მათ შორის AutoCAD (ქართ. და ინგ.), დიზაინის საფუძვლები (ქართ), არქიტექტურული ხატვა (ინგ), ინტერიერის დიზაინი (ინგ) და თავისუფალი ჩანახატები (ინგ).
ლექციები 2022 წლის 12 თებერვლიდან 20 მარტამდე, შაბათ-კვირას ჩატარდა.
დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ IBSU რექტორი დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთან, ვიცე რექტორი პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი და არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დოქტ. გიორგი წანაწყენიშვილი.
ღონისძიებაზე წარმატებულმა მონაწილეებმა წარმოადგინეს საფინალო ნამუშევრები და ბოლოს, ყველა მონაწილეს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.