[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Puzzle-ს დღე

ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტმა წელს მეორედ, 9-12 მარტს, უმასპინძლა Puzzle Day-ს, ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას, სადაც მონაწილე გუნდები რთული და საინტერესო ლოგიკური ამოცანების ამოხსნაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

გამარჯვებული გუნდის წევრებმა ყველა ამოცანა ამოხსნეს, რაც მსოფლიო მასშტაბით სულ რამოდენიმე გუნდმა შეძლო. მათ გადაეცათ პრიზები უნივერსიტეტისგან.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით მეტი სტუდენტი და მოსწავლე ჩაერთო ამ ღონისძიებაში და გაცილებით უკეთესი შედეგებიც აჩვენეს გუნდებმა.

ჩვენი ფაკულტეტი მხარს უჭერს სტუდენტების წახალისებას მსგავსი ღონისძიებებით და მომავალშიც გააგრძელებს მათ ორგანიზებას.