PI-ის დღე აღინიშნება ყოველი წლის 14 მარტს მთელ მსოფლიოში. PI არის მათემატიკური მუდმივა, რომელიც ერთ ტრილიონზე მეტი ციფრისგან შედგება, თუმცა ვინაიდან მას მიახლოლებით 3.14-ად გამოიყენებენ, ამიტომ მესამე თვის მე-14 დღე არის PI-ის დღე. გარდა ამისა 14 მარტს არის ალბერტ აინშტაინის დაბადების დღეც, ეს ფაქტი კი ამ დღეს უფრო მეტად აახლოვებს ფიზიკა-მათემატიკის სამყაროსთან. 14 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მათემატიკური ან ლოგიკური თავსატეხების ამოხსნით აღნიშნავენ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კმპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტიც არ გამოაკლდა ამ მათემატიკურ დღესასწაულს და სკოლის მოსწავლეებისთვის ლოკალური კონკურსი ჩაატარა. კონკურსში ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეს უნდა გაემარჯვა, რადგან თავსატეხები საკმაოდ რთული იყო, თუმცა მე-11 კლასელმა ნიკა ოვაშვილმა ყველა თავსატეხის ამოხსნა შეძლო და დამსახურებულად გაიმარჯვა, მას IBSU-სგან ბიბლუსის 80 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა საჩუქრად.