[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის პროგრამის სტუდენტები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას ეწვივნენ

ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის (ეთიკის საკითხები ბუღალტრულ აღრიცხვაში საგნის ფარგლებში) სტუდენტები ეწვივნენ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას.

ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს აუდიტის ეთიკის, ბუღალტერიის ქცევის კოდექსების, ბუღალტრული და აუდიტური ფირმების ეთიკური პასუხისმგებლობის, ეთიკის თანამედროვე საკითხების და პროფესიონალი ბუღალტრებისთვის პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გაეცნონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ეროვნულ ნორმებსა და სტანდარტებს, თანამედროვე ბიზნეს გარემოს გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

,,მსგავსი ვიზიტები სტუდენტებს ეხმარება ბიზნესის და საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ფუნდამენტური საკითხების კიდევ უფრო სიღრმისეული ცოდნის და პრაქტიკული უნარების  განვითარებაში.  რაც ხელს უწყობს სტუდენტებს შეისწავლონ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის სხვადასხვა სექტორის საქმიანობა. ეს კი უზრუნველყოფს დასაქმების შესახებ სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში.” – განაცხადა ასისტ. პროფ. დოქტორმა იაშა მურვანიძემ.

“საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია” წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამთავრობო, არაკომერციულ პროფესიულ ორგანიზაციას. ფედერაციის ორგანიზაციული მოწყობა ეფუძნება ბუღალტერთა და აუდიტორთა ძალისხმევის გაერთიანებას საქართველოს კერძო სექტორში: აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული-საკანონმდებლო ბაზის რეფორმის ხელშეწყობისათვის; ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში ევროდირექტივების მოთხოვნებთან შესაბამისობის გზით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისათვის; ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ეროვნული ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებისათვის; ფედერაციის წევრთა პროფესიული სერტიფიცირების გზით, პროფესიული მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად და წევრთა საერთო ინტერესების დაცვისათვის.

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა და შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2022 წლის 25 მაისს გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის საგანმანათლებლო და პროფესიული სერტიფიცირების სფეროში თანამშრომლობა. კერძოდ, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის პროფესიული სერტიფიცირების (ACCA)  პროგრამის პირველი და მეორე საფეხურის მოდულების (7 წიგნის) სილაბუსებთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ანალოგიური საგნების პროგრამებისა და საგამოცდო მასალების მაქსიმალური შესაბამისობა, რაც განაპირობებს  პროფესიული სერტიფიცირების მოდულებში აკრედიტაციის (ჩათვლის) შესაძლებლობას.