შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მეწარმეობის კვირეულში.
ღონისძიება ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულების ლექტორები და მეწარმეობის და ინოვაციების სტუდენტური კლუბის წევრები.
დისკუსიის დროს გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები უნივერსიტეტში სამეწარმეო აზროვნების და პრაქტიკის განვითარების შესახებ.